პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ინფორმაციის სანდოობის საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ინტერნეტ რესურსების გადამოწმების მარტივი გზების სწავლებას. მოსწავლეებს უნდა მოეძიებინათ მასალა და მოემზადებინათ ელექტრონული პრეზენტაცია, შემდეგი საკითხების გარშემო: ინფორმაციის სანდო წყაროები; ინტერნეტ წყაროების გადამოწმება; ყალბი ინფორმაციის გავრელების მაგალითები; ყალბი ინფორმაციის გავრცელების საფრთხეები. შეექმნათ ციფრული რესურსი, დაემუშავებინათ მისი დიზაინი და მისი გამოყენებით მეშვიდე/მერვე კლასში ჩაეტარებინათ პრეზენტაცია და გაემართათ დისკუსია მოცემულ თემასთან დაკავშირებით. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ხელი შეწყობოდათ შემდეგი უნარების განვითარებაში: კრიტიკული აზროვნების და წიგნიერების უნარი; კვლევა - ძიების უნარი ; პრეზენტაციის, მსჯელობის და აზრის ჩამოყალიბების უნარი; მედიაწიგნიერების და ციფრული წიგნიერების უნარი;